Aa
Aa

“გენტმა“ „ბაიერნს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაასწრო და გიორგი ჩაკვეტაძე გაიფორმა

ბელგიური პრესის ცნობით თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „გენტში“ გააგრძელებს.

როგორც პრესაში იწერება, ბელგიურმა კლუბმა ჩაკვეტაძესთან კონტრაქტის პირობები ივნისის ბოლოს შეათანხმა, თუმცა ვინაიდან ქართველი 17 წლის არის, „გენტმა“ ფეხბურთელის ოფიციალურად გაფორმება ვერ მოახერხა.  ისინი ოფიციალური კონტრაქტის გაკეთებას 29 აგვისტოს გეგმავენ, როდესაც ნიჭიერი ნახევარმცველი 18 წლის გახდება.

ერთ-ერთი ბელგიური გამოცემა წერს, რომ „გენტის“ გარდა, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის შეძენით ისეთი გრანდები იყვნენ დაინტერესებულნი როგორებიც ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნი არიან. მათი ინფორმაციით ბაიერნი მზად იყო ტალანტში 6 მილიონი ევროც კი გადაეხადა, თუმცა ვინაიდან დინამოსა და გენტს შორის შეთანხმება არსეობბდა ბელგიელებმა ფეხბურთელი არ დათმეს.

არაოფიციალური ინფორმაციით გენტი ჩაკვეტაძეში 1.3 მილიონ ევროს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები