ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ჟურნალისტები ფულზე აკეთებთ აქცენტს“ - ლაურენტისმა ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტოტ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა ნიგერიელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ დაპირისპირება გამოტოვოს.

დე ლაურენტისი ოსიმენზე: „ოსიმენი ტრავმირებულია, რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება“.

დე ლაურენტისი ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა და ახალი ხელშეკრულების დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა: „მაგრამ რა ახალი კონტრაქტი... მას კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ახალი კონტრაქტის თანხის დადგენა?ჟურნალისტებს ყოველთვის სურთ, სპორტული სანახაობის ნაცვლად, ისეთ ვულგარულ რაღაცებზე ისაუბრონ, როგორიც ფულია“.

Foot Mercato-ს მიხედვით, მხარეებს ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და საბოლოო დეტალებიღა დარჩა მოსაგვარებელი. ახალი ხელშეკრულებით, „კვარას“ ანაზღაურება ყოველწლიურად, 2.5 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ბონუსების შესრულების შემთხვევაში, 4 მილიონამდე გაიზრდება. ხვიჩა „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და ბონუსების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ვიქტორ ოსიმენზე (5 მილიონი) 1 მილიონით ნაკლები ექნება.

სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 2 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12 აპრილს, „მილანი“ „ნაპოლის“ მიიღებს, საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში შედგება.

დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან „მილანთან“ დაპირისპირებაზეც ისაუბრა: „მილანი“ ის გუნდია, რომელსაც პაოლო მალდინი ხელმძღვანელობს. „მილანს“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. იმედი მაქვს, ქომაგი ლამაზ შოუს იხილავს“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, 24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა სერია ა-ს 23 მატჩში 21 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციაზე ლაუტარო მარტინესია 14 გოლით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფილიპო გალი: „შეგვიძლია, ნაპოლის ჩვენი თამაში მოვახვიოთ“
ფილიპო გალი: „შეგვიძლია, ნაპოლის ჩვენი თამაში მოვახვიოთ“