ხვიჩა კვარაცხელია, მარეკ ჰამშიკი, ფრანჩესკო პაოლო სპეკია
Aa
Aa

სპეკია: „მარადონას არ შევადაროთ, მაგრამ კვარას ჩემპიონის თვისებები აქვს“

იტალიელმა მწვრთნელმა ფრანჩესკო პაოლო სპეკიამ Radio Punto Nuovo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩას შესაფასებისას მისი ამჟამინდელი შესაძლებლობები არ უნდა გავაზვიადოთ და მას განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. სპეკია ასევე აღნიშნავს, რომ ხვიჩას ჩემპიონის თვისებები აქვს, იტალიაში ჩემპიონს უმაღლესი დონის ფეხბურთელს უწოდებენ, რომელსაც მატჩზე გადამწყეტი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ლუჩანო სპეკია: „კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ... ჩემპიონები სხვები არიან, რომლებიც მატჩში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ასეთი იყო მარადონა, მისი გაჩერება შეუძლებელი იყო. კვარაცხელიას ჩემპიონის თვისებები აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მომწიფებისა და ზრდის საშუალება. მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ჩემი თვალებით ვნახე მარადონა. მოდით, არ შევადაროთ იმასთან, რასაც კვარა დღეს აკეთებს...

ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩას ტექნიკური შესაძლებლობის განვითარებისთვის ბრწყინვალედ იმუშავა და ეს ოსიმენთან ერთად მოხდა“.

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა Napoli Magazine-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგი რამ თქვა: „კვარაცხელიას ბრწყინვალე ფანტაზია აქვს და ამის ყურება კარგი რამ არის“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს არც ვარსებობ...“ - გველესიანი საქართველოს ნაკრებზე
„თითქოს არც ვარსებობ...“ - გველესიანი საქართველოს ნაკრებზე