ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო ნაპოლი VS მილანზე: „ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი იცვლება“

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „როსონერი“ და „პარტენოპეი“ აპრილში 3 შეხვედრას გამართავენ და მათ პირველ მატჩს 2 აპრილს ვიხილავთ.

„ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებული სცენარი იქნება და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩემპიონატში ყველაფერი დასრულებულია და ნაპოლის შეუძლია, სერია A-ს ეგიდით გასამართი მატჩისას, რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი სხვანაირადაა და ფეხბურთელებში ბრაზი, თავდადება და მომდევნო ეტაპზე გასვლის სურვილი ძლიერდება. ჩემპიონთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რომელიც მოთამაშეთა განწყობას ცვლის.

შეუძლია, მილანის დნმ-ს მატჩების მოგება? ტოტენჰემთან დამტკიცდა, რომ ასეა. მილანს საერთაშორისო დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ამ მატჩებისას, შეეცდებიან, ბევრად მეტი გააკეთონ. ნაპოლის რაც შეეხება, პარტენოპეის რაღაც განსხვავებული აქვს და შეუძლია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე გვაჩვენოს. პარტენოპეი ფავორიტია, მაგრამ მათზე შედარებით მეტი წნეხია. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი? ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ გუნდი მათზე ბრწყინვალედ თამაშობს. ეს ორი მოთამაშე ნაპოლის კოლექტიურ უნარებს ჩინებულად წარმოაჩენს. რას ვფიქრობ, შეტევების უკნიდან დაწყებაზე? ამაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. მაგალითად, მეკარე ფორვარდებზე მეტჯერ უნდა შეეხოს ბურთს, თუმცა ეს ოსიმენსა და კვარაცხელიას არ ეხებათ, რადგან ისინი ძალიან გადამწყვეტი არიან“.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, „ნაპოლი“ „მილანს“ საკუთარ კედლებში შეხვდება. 12 აპრილს, „როსონერი“ „პარტენოპეის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 18-ში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბაიერნში ახალი კვარადონა მიდის?“ - გერმანული პრესა პარკაძეზე წერს
„ბაიერნში ახალი კვარადონა მიდის?“ - გერმანული პრესა პარკაძეზე წერს