ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ზელინსკი: „კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერები არიან“

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, პიოტრ ზელინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. პოლონელი ნახევარმცველის სიტყვები Sportmediaset-ის ვებგვერდზე გავრცელდა და ზელინსკის თქმით, ბედნიერი იქნება თუ მისი რომელიმე თანაგუნდელი ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება.

„ნაპოლის მიზნები აქვს დასახული და გვინდა, მათ რაც შეიძლება ბევრი მოგებული მატჩით მივაღწიოთ. სიტყვა სკუდეტო არასდროს გვაშინებდა. ყოველთვის ძლიერი გუნდი გვყავდა და საოცრებებს ვაკეთებთ, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან კიდევ ბევრი ქულაა ასაღები. ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაც არ აშინებს. ძლიერი და დაღვინებული გუნდი ვართ და შესანიშნავ რაღაცებს გავაკეთებთ.

კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც გუნდისთვის ბევრს აკეთებენ. თუ ერთ დღეს, რომელიმე მათგანი ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება, გამიხარდება. ნეაპოლში თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, ამ კლუბში თამაში განვაგრძო“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა