დანი ოლმო, ენდრიუ რობერტსონი, სკოტ მაკტომინეი, ჯონ მაკგინი
Aa
Aa

ნორვეგია ესპანეთთან განადგურდა - ოლმოს გოლი და ხოსელუს ბრწყინვალე დებიუტი

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფის პირველ ტურში ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა ესპანეთის ნაკრებმა მალაგაში ნორვეგია 3:0 დაამარცხა.

ესპანეთის ნაკრები მე-13 წუთზე დაწინაურდა, ალეხანდრო ბალდეს საგოლე პასის შემდეგ დანი ოლმომ ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა. 81-ე წუთზე თამაშში 32 წლის გამოცდილი ფორვარდი ხოსელუ ჩაერთო, რომელმაც 84-ე წუთზე ანგარიში გაზარდა, 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ხოსელუმ ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ანგარიშის მიუხედავად ნორვეგიული გამოცემა VG თავიანთი ქვეყნის ნაკრების თამაშს ასე აფასებს: „80 წუთი კარგი იყო, დასკვნითი 10 წუთი უნდა დავივიწყოთ“.

ამავე ჯგუფის პირველ ტურში შოტლანდიამ შინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები 3:0 დაამარცხა. ანგარიში „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა ჯონ მაკგინმა გახსნა. მეორე ტაიმში „მან. იუნაიტედის“ ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველი და მესამე გოლებისას საგოლე პასები „ლივერპულის“ მცველმა ენდრიუ რობერტსონმა შეასრულა.

პირველი ტურის შემდეგ ესპანეთი და შოტლანდია ჯგუფის ლიდერები არიან, ნორვეგიისა და კვიპროსის აქტივში 0 ქულაა, ხოლო საქართველოს ჯერ არ უთამაშია.

მეორე ტურში შოტლანდია ესპანეთს უმასპინლებს. შეხვედრა 28 მარტს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამავე დღეს, სტოლე სოლბაკენის გაწვრთნილი ნორვეგიის ნაკრები ბათუმში საქართველოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში საქართველოსთან გამართავს. შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს დუბლი და 5:0 მეორე ტაიმში - საქართველომ მონღოლეთი გაანადგურა
ჩაკვეს დუბლი და 5:0 მეორე ტაიმში - საქართველომ მონღოლეთი გაანადგურა