ხვიჩა კვარაცხელია, კაკა, ლუკა ანტონელი
Aa
Aa

„კაკასთან შედარება ნაადრევია“ - ანტონელიმ ხვიჩაზე ისაუბრა

„მილანისა“ და „ემპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა ლუკა ანტონელიმ, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2010-16 წლებში 13 მატჩი ჩაატარა, 1 Station Radio-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ვინ უკეთესია, კვარაცხელია თუ კაკა? მე კაკას მხარეს ვარ. როცა „მილანში“ ვიყავი, კაკამ გამაოგნებელი სეზონები ჩაატარა. ამ სეზონში ქართველი დიდებულად თამაშობს, თამაშებზე საოცრად დიდ გავლენას ახდენს, ეს აშკარაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ნაადრევია ასეთი მნიშვნელოვანი შედარებების გაკეთება და ეს მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ მომავალში დაამტკიცოს, რომ ბრაზილიელის დონეზე თამაში შეუძლია“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

ანტონელიმ ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა: „ნაპოლი“ სერია ა-ში პირველ ადგილზეა და კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. ვფიქრობ, ეს ასპექტი შესაძლოა „აძურის“ დაეხმაროს და გუნდი ნახევარფინალში ან ფინალში გავიდეს“.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „მილანია“. პირველი მატჩი მილანში 12 აპრილს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა18 აპრილს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმაღლესი დონის მოთამაშეა“ - კაპელომ ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო
„უმაღლესი დონის მოთამაშეა“ - კაპელომ ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო