ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

პრობლემები გრძელდება - საქართველოს ნაკრებს კიდევ 1 ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ჩვენმა გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. 23 მარტიდან ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელთან ერთად მოემზადება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),

nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არა, 100 მილიონზე მეტია საჭირო“ - ნაპოლი კვარაზე რეალს უარს ეუბნება
„არა, 100 მილიონზე მეტია საჭირო“ - ნაპოლი კვარაზე რეალს უარს ეუბნება