უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასი
Aa
Aa

„შესაძლოა, საქართველოსთან „ბანანის ქერქზე“ ასრიალდნენ“ - BBC უელსის ნაკრებზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC Sport-ი სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მორაგბეთა მსოფლიო თასის მონაწილეებზე წერს და მათ შორის ყურადღება საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრაზეცაა გამახვილებული.

სტატიაში აქცენტი ამჯერად უელსის ნაკრების შანსებსა და ამბიციებზეა გაკეთებული, თუმცა ავტორი წერს, რომ უორენ გეტლანდის გუნდის მიზნები შესაძლოა ბორჯღალოსნებმა შეარყიონ.

რა წერია სტატიაში:

6 ერის დაწყებამდე, გუნდში უორენ გეტლანდი გუნდში დიდი აჟიოტაჟით დაბრუნდა, თუმცა იტალიასთან შემთხვევით მოგებული მატჩის წყალობით, ისინი „ხის კოვზს“ სულ შემთხვევით გადაურჩნენ.

გასულ წელს მათ 147 ქულა მიიღეს, რაც 2002 წლის შემდეგ (188) ყველაზე მეტია, თან იმის გათვალისწინებით, რომ მათ დერეფანში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ (85%), ასევე შერკინებასა (81%) და ბრეიქდაუნებში (95%). უელსი 6 ერის გასულ სეზონზე ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც კონტრშეტევაზე ლელოს დადება ვერ შეძლო მცველების გავლისა (79) და მოგებული ტერიტორიის მხრივ (1807) კი ბოლო ადგილზე იყვნენ.

ერთადერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ ქულების მოპოვების დროს ისინი 22-მეტრიანში პოზიციებს იგებდნენ (10) და ამაში მხოლოდ ირლანდიას (10.6) და საფრანგეთს (10.2) ჩამორჩნენ. შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ ამ ზონებში შესვლის შემდეგ მათ საშუალოდ მხოლოდ 1.6 ქულა აიღეს, რაც ტურნირზე ყველა გუნდს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო.

იმისთვის, რომ უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შორს წავიდეს, დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს. მათ ერთ რამეში გაუმართლათ. როდესაც ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, ისინი რეიტინგში წინ იყვნენ და ამის გამო, მათ ჯგუფიდან გასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, მაინც არსებობს „ბანანის ქერქები“ საქართველოსა (რომელთანაც გასული წლის ნოემბერში დამარცხდნენ) და ფიჯის ნაკრებების (რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა) სახით, რომელმაც შესაძლოა ეს ამბიციები შეარყიოს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები ევროპული ტრიუმფის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ
ბორჯღალოსნები ევროპული ტრიუმფის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ