რუსეთი ფიფასთან და უეფასთან საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნებაზე საუბრობს
Aa
Aa

რუსეთი ფიფასთან და უეფასთან საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნებაზე საუბრობს

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დენის როგაჩევმა განაცხადა, რომ უეფასთან და ფიფასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა რუსული კლუბები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვან. როგაჩევის მიხედვით, რუსეთს სურს, ევროპაში საკუთარი ადგილი შეინარჩუნოს.

„ეროვნული ნაკრების აქტივობა სერიოზულად დაზარალდა და ჩვენთან თამაშის მსურველთა სიჭარბეს არ განვიცდით. მოლაპარაკებების პროცესი ძალიან ძნელია და საუბარი მიდის ცენტრალური აზიის ფეხბურთის ასოციაციის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. უეფასა და ფიფას ტურნირებში მონაწილეობის კორპორატიული უფლება შევინარჩუნეთ, მაგრამ მოლაპარაკებები ჩვენი გუნდების ეტაპობრივად დაბრუნებაზე მიდის.

ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მოლაპარაკებების პროცესი უეფასთან და ფიფასთან მიმდინარეობს. პრიორიტეტული ვარიანტი ევროპაში დარჩენაა, მაგრამ ყველა სცენარს განვიხილავთ“, - განაცხადა როგაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებები და რუსული კლუბები საფეხბურთო ტურნირებიდან 28 თებერვალს მოკვეთეს. ფიფამ და უეფამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომის გამო მიიღეს. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი საქართველოსთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს
ჰოლანდი საქართველოსთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს