რომან დოლიძე
Aa
Aa

„მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ“ - დოლიძე ბრძოლის შემდეგ

UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება გამოიწვია. ქომაგებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი ვეტორის გამარჯვებას სამართლიანად არ მიიჩნევს.

ერთ-ერთმა არბიტრმა სამივე რაუნდში გამარჯვებულად ვეტორი დაასახელა (29-28, 29-28, 30-27), რამაც საერთო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

რომან დოლიძემ ბრძოლის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი გამოაქვეყნა:

„დიდი მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას!"

- წერს დოლიძე, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ არბიტრების გადაწყვეტილებით თავადაც უკმაყოფილოა.

„მსაჯებმა რომან დოლიძეს ბრძოლა წააგებინეს. არ ვიცი ქულები როგორ დათვალეს“.

- წერს სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილი.

თავად ვეტორი თავს დამსახურებულ გამარჯვებულად თვლის:

„ვიცი, დღევანდელ შეხვედრაში მასზე უკეთესი მებრძოლი ვიყავი, დამსახურებულად გავიმარჯვე. ვაპირებ, რომ კიდევ განვვითარდე, პროგრესი ვაჩვენო. ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ რამდენიმე ბრძოლის გამართვა და გამარჯვება მჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილება - დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა
მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილება - დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა