ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უცნობი ამბავი | ნაპოლიმდე ხვიჩას შეძენა რეინჯერსსა და საუთჰემპტონს შეეძლოთ

კრეგ მური ავსტრალიელი ფეხბურთელია, რომელიც 1999-დან 2005 წლამდე „რეინჯერსში“, ხოლო 2005-დან 2007 წლამდე „ნიუკასლში“ თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, მური საფეხბურთო აგენტი გახდა და The Go Radio Football Show-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება „საუთჰემპტონსა“ და „რეინჯერსს“ შესთავაზა.

„სასაცილო ამბავია. ის რუსეთში თამაშობდა და გასაგები პრობლემების გამო, ბათუმში აღმოჩნდა. სამენეჯერო კომპანიას, რომელთანაც ვთანამშრომლობ, ჰქონდა უფლება, მისი საუთჰემპტონში გადაყვანა ეცადა და საუბარი 11-12 მილიონ გირვანქა სტერლინგზე იყო. კლუბში გვითხრეს, რომ იმ მომენტისთვის სხვა მიმართულება ჰქონდათ და ეს ტრანსფერი ცოტათი სარისკოც იქნებოდა. ინგლისურ კლუბებს ურჩევნიათ, ჯერ დაინახონ სხვაგან მაგრად როგორ თამაშობ და შემდეგ შენს სანაცვლოდ ზედმეტად ბევრი გადაიხადონ, რაც ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა.

კვარაცხელიას საკითხზე რეინჯერსსაც დავუკავშირდი და ვიკითხე, ხომ არ იყო ხვიჩა ის ფეხბურთელი, რომლითაც კლუბი დაინტერესდებოდა. იჯარაზე და მისი ვადის გასვლის შემდეგ გამოსყიდვის უფლებაზე იყო საუბარი, თუმცა მაშინ რეინჯერსის შემადგენლობა ბოლომდე იყო დაკომპლექტებული, ტრანსფერები განხორციელებული ჰქონდათ, ახალწვეულები არ სჭირდებოდათ და მალევე ხვიჩას ნაპოლიში გადასვლაც დადასტურდა. მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე და სერია A-ში კვარაცხელიამ ისეთი რაღაცები გააკეთა, მისი ფასი ალბათ, 80-90 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ავიდა. მას წინ ძალიან, ძალიან დიდი კარიერა ელოდება“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ბურთის წაღების შემდეგ (ბურთით 5+ მეტრით წინსვლა) კვარაცხელიას უფრო მეტი დარტყმა აქვს განხორციელებული, ვიდრე ნებისმიერ ფეხბურთელს. „კვარამ“ ეს 20-ჯერ გააკეთა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს
    „დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს