დალას მავერიქსი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

მამუს სასტარტო და 10 ქულა | სან ანტონიო ოვერტაიმში დამარცხდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „დალას მავერიქსს“ შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმიან მატჩში 137:128 დამარცხდა.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში პირველი შეხვედრა ჩაატარა და NBA-ს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა. ქართველი კალათბურთელი პარკეტზე ცენტრის პოზიციაზე მოგვევლინა და საერთო ჯამში 33:15 ითამაშა. ამ დროის განმავლობაში „მამუმ“ 10 ქულა, 4 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ასისტი მოაგროვა. ბურთი საერთოდ არ დაუკარგავს და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.

სან ანტონიოდან საუკეთესო კალათბურთელი 27 ქულით კელდონ ჯონსონი გახდა, „დალას მავერიქსს“ კი 28 ქულით კრისტიან ვუსმა ულიდერა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, საკუთარ მოედანზე „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული პასები გააკეთა“ - ჯერემი სოხანმა მამუ შეაქო
„რთული პასები გააკეთა“ - ჯერემი სოხანმა მამუ შეაქო