ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, პედრო პაბლო პასკული
Aa
Aa

„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“

1986 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა პედრო პაბლო პასკულიმ, რომელიც „არხენტინოს ხუნიორსსა“ (1980-81) და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში (1984-87) მარადონას თანაგუნდელი იყო, „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან დიეგო მარადონასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

პასკული მარადონაზე: „დიეგო არმანდო მარადონამ „ნაპოლის“ პრეზიდენტ ფერლაინოს სთხოვა, რომ მისთვის ფერარი მიეცათ, ის კმაყოფილი იყო, მაგრამ იქ კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, დიეგოს შავი ფერის მანქანა სურდა. კორადო ფერლაინო უნდა წასულიყო რომში და ანიელთან ამ საკითხზე ესაუბრა. იტალიაში მარადონა ერთადერთი იყო, ვისაც ეს მანქანა, შავი ფერის ფერარი ჰყავდა“.

იტალიურ მედიაში რამდენიმე პირის კომენტარი გამოქვეყნდა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიანი მაისური უნდა მისცენ, რომელიც მარადოსადმი პასტივისცემის ნიშნად ხმარებიდან ამოღებულია. ამასთან დაკავშირებით არგენტინელი ამბობს: 

„დიეგოს 10-ნომრიანი მაისური ასე უნდა დარჩეს. ის ფეხბურთის ისტორიაში უძლიერესი იყო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა, ის ყოველთვის გულით მოქმედებდა, მაგრამ ეს ჩემი სიტყვებია, ჩემს აზრს ვამბობ“.

შეგახსენებთ, „ატალანტასთან“ გატანილი ფანტასტიკური გოლის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელიმ კვარაცხელიასთან დაკავშირებით განაცხადა:

„კვარას გმირობები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. შესანიშნავი იქნება, თუ კვარაცხელიას მინიმუმ ერთ შეხვედრაში 10-ნომრიანი მაისურით ვათამაშებთ, ეს ნომერი დიეგოსადმი პატივისცემის ნიშნად ხმარებიდან ამოღებულია. მიეცით მას 10-ნომრიანი მაისური, იმსახურებს. დიდი მიღწევის აღსანიშნავად გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ამ ფაქტით დიეგოც ბედნიერი იქნებოდა. უდიდესი, თუმცა დამსახურებული პატივისცემა კვარას ფეხბურთის მარადიულ ოლიმპოზე აიყვანს. ოცნება, რომელიც შესაძლოა ახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია“ - კარლო ანჩელოტი
„კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია“ - კარლო ანჩელოტი