მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ისტორიული გამოსვლა, მანქანას ტყუილად არ ეძახიან - რას წერს ESPN-ი მერაბზე

მერაბ დვალიშვილის ფენომენალურმა გამოსვლამ ბევრი ცნობილი გამოცემა აალაპარაკა. მათ შორისაა ESPN-ი, რომელმაც მერაბისა და პიოტრ იანის ჩხუბის შემდეგ, „მანქანის“ სამომავლო გეგმებზე დაწერა და მისი შესაძლო მეტოქეები დაასახელა.

„მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ ისტორიული გამოსვლა გვაჩვენა და თეიქდაუნების მცდელობების რაოდენობით, UFC-ის რეკორდი მოხსნა, რომელიც კეინ ველასკესს ეკუთვნოდა. დვალიშვილს თეიქდაუნის 49 მცდელობა ჰქონდა და გასაკვირი არაა, რომ იგი „მანქანის" მეტსახელითაა ცნობილი.

მერაბმა 11 თეიქდაუნი გაიფორმა და იმ მცდელობებმაც კი, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა, ჩხუბის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა. მათი წყალობით, საწყის 3 რაუნდში, მერაბმა მეტოქე ენერგიისგან დაცალა და მისი კრივი და სტრაიკინგი გაანეიტრალა. ასეთ გამოსვლებს მებრძოლებისთვის სატიტულო ბრძოლა მოაქვთ, მაგრამ მერაბს თავის მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბი არ სურს. ეს მისი ნებაა, თუმცა ამ არჩევანის გამო, მისი და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მომავალთან დაკავშირებით, ბევრი შეკითხვა ჩნდება.

მერაბის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ იგი კიდევ ერთ ბრძოლას მოითხოვს. სტერლინგი წონით დივიზიონს უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ შეიცვლის და 6 მაისს ჰენრი სეხუდოსთან იჩხუბებს, გამარჯვების შემთხვევაში კი შონ ომალის დაუპირისპირდება. გამომდინარე აქედან, დვალიშვილს სთხოვენ, თავისი პოზიცია ჩიტო ვერასა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის მოგებულთან დაიცვას. თუ სტერლინგი სეხუდოსთან დამარცხდა, დვალიშვილი მომდევნო მაინც არ იქნება და შანსი შონ ომალის მიეცემა. თუ ამ უკანასკნელმა რაღაც მიზეზი გამო, ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვა, მერაბი მისი ღირსეული შემცვლელი იქნება. დვალიშვილი სეხუდოს ტიტულისთვის გამოიწვევს და შეეცდება, თანაგუნდელის მარცხის გამო შური იძიოს“, - წერს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. იანის დამარცხების შემდეგ, იგი რეიტინგში დაწინაურდება და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი მაგარ ფორმაშია - მე-3 გოლი ბოლო 5 მატჩში
ქოჩორაშვილი მაგარ ფორმაშია - მე-3 გოლი ბოლო 5 მატჩში