მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილის რეკორდი UFC-ში - იანმა კი ანტირეკორდი დააფიქსირა

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე 5-რაუნდში უშანსოდ დატოვა და დამსახურებულად მოიგო.

როგორც შემდეგში გაირკვა, დვალიშვილმა ამ გამარჯვებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დააფიქსირა და მათ შორის რეკორდიც.

გამარჯვებულის ბედი 5 რაუნდის შემდეგ, არბიტრებმა გადაწყვიტეს - 50-45, 50-45, 50-45 დვალიშვილის სასარგებლოდ. მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად მერაბს მიანიჭეს და ეს პიოტრ იანის კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი იყო. მას აქამდე ასე უშანსოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯერ წაგებული არ ჰქონდა. ასევე, მას 5-დან ხუთივე რაუნდი აქამდე არასდროს დაუთმია.

რაც შეეხება მერაბის რეკორდს, დვალიშვილმა UFC-ში თეიქდაუნების რეკორდი დაამყარა. მას იანის წინააღმდეგ 49 მცდელობა ჰქონდა, რომელთაგან 11 წარმატებული იყო. ამ ბრძოლამდე იანი თეიქდაუნში მხოლოდ 7-ჯერ გადაიყვანეს.

დვალიშვილმა იანი მუშტებით განხორციელებულ დარტყმებშიც გაანადგურა - ჯამში 426:177-ზე, აქედან ზუსტი 176:83-ზე იყო. აქცენტირებულ დარტყმებში კი დვალიშვილს ორჯერ მეტი ჰქონდა - ჯამში 372:158-ზე, 135:70-ზე კი ზუსტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: “იანთან, რომ წამეგო შეიძლება თავი მომეკლა“
მერაბ დვალიშვილი: “იანთან, რომ წამეგო შეიძლება თავი მომეკლა“