მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„მომაკვდინებელი პატარა ქართველი“ - კონორმა მერაბს წარმატება უსურვა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანთან გასამართ ჩხუბში წარმატება უსურვა. ირლანდიელმა „ინსტაგრამის“ სთორიში „მანქანასთან“ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერაც დაურთო.

„მომაკვდინებელი პატარა ქართველი მებრძოლი. ეს ბიჭი მერაბ დვალიშვილი. წარმატებები ამ უქმეებზე“, - განაცხადა მაკგრეგორმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“