ნაპოლი, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

გასპერინი: „ნაპოლი საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ ქულების მოპოვება ყველასთან გვსურს“

ჯან პიერო გასპერინიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მეტოქე გუნდის შესახებ ისაუბრა. 65 წლის იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ სკუდეტოს „ნაპოლი“ მოიგებს. მიუხედავად ამისა, გასპერინი თვლის, რომ მის გუნდს „ნაპოლისთან“ ქულის თუ ქულების მოპოვების შანსი ექნება.

„ნაპოლისთან“ თამაში რთული იქნება. ჩვენ უნდა ავიღოთ ქულები ნებისმიერ გუნდთან ნებისმიერ სტადიონზე. ვიცით, რომ ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც ამ სეზონში რაღაც ექსტრაორდინალურს აკეთებს. ვეცდებით, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

სკუდეტოს „ნაპოლი“ მოიგებს, თუმცა ჩვენ კარგი სულისკვეთებით ვართ. ვფიქრობ, ძაპატასა და მურიელს გოლის გატანის შანსები ექნებათ. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.

მიმდინარე კვირაში „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია. არ ვფიქრობ, რომ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრაზე ფიქრობს. „ნაპოლის“ „ლაციოსთან“ თამაშის შემდეგ დასვენებისთვის დრო ჰქონდა. ასევე, ნეაპოლურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამ შეხვედრას კონცენტრაციით შეხვედროდა“.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 65 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი. 26-ე ტურში „ნაპოლი“ ბერგამოს „ატალანტას“ მიიღებს, შეხვედრა 11 მარტს ნეაპოლში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან არ აირჩია ნეიტრალური პოზიცია“ - იტალიელი მწერალი ხვიჩას აქებს
„მან არ აირჩია ნეიტრალური პოზიცია“ - იტალიელი მწერალი ხვიჩას აქებს