ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისგან პროგრესს აღარ ველი, პიკს მიაღწია“ - კარადენიზი ხვიჩაზე

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გიოკდენიზ კარადენიზმა Sport Business Gazeta-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პიკს მიაღწია და მისგან პროგრესს აღარ ელის.

„ვარსკვლავად გახდომისთვის მაქსიმუმის ჩვენება გჭირდება, რისთვისაც არა ერთი წელი, არამედ რამდენიმე წელია საჭირო. ასევე, საჭიროა გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწიო. თუ გამოცდას გაუძლებ, შემდეგ ეტაპზე გადახვალ.

რაც შეეხება პერსონალურად ხვიჩას, მისგან პროგრესს აღარ ველი, ფორმის პიკშია და ამ დონეზე თამაშს გააგრძელებს, როგორც ახლა ასპარეზობს“.

კარადენიზმა ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ სერია ა-ში მაღალ ტემპია და მოდუნების უფლება არ გაქვს: „იტალიის ჩემპიონატში არ შეგიძლია თავს იმის უფლება მისცე, რომ მოედანზე იარო, დაცვაში ნელა დაბრუნდე. სხვა შემთხვევაში უმალ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები“.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა (აგვისტო, თებერვალი).  გასულ თვეში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი დალაშქრა, ასისტი კი „სპეციასთან“ შეასრულა.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისია კვარაცხელია დაიწყო“ - გუტიმ ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა
„მისია კვარაცხელია დაიწყო“ - გუტიმ ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა