მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: „იანს დავამარცხებთ და ციმბირში გავგზავნით“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში სტუმრად იყო მიწვეული და პიოტრ იანთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა.

„ალჯოს ავტოფარეხში ვარჯიში ახლახან დავასრულე. ბოლო ორი დღე გაციებული ვიყავი, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვარჯიშს ვაგრძელებ. იანთან საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო და გავიმარჯვო. ეს ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. პიოტრს, როგორც ოჯახის კაცს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სხვა მხრივ, წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯანდაბას აკეთებს. ჩემპიონი როცა იყო, წესები არ იცოდა და თავმდაბალიც არაა. ამპარტავანია და გაკვეთილს ჩავუტარებ.

ზოგჯერ, ამ ჩხუბს ძალიან პირად დაპირისპირებად ვიღებ, რადგან ეს ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ორთაბრძოლა. ალჯო, მახსოვს, გითხარი, რომ ჟოზე ალდოსთან დასაკარგი არაფერი მქონდა. წაგების შემთხვევაში, მეცოდინებოდა, რომ ლეგენდასთან და შესანიშნავ მებრძოლთან დავმარცხდი. იანთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა და შანსსაც არ ვუშვებ, რომ წავაგო, რადგან აქ ბევრად დიდ სურათთან გვაქვს საქმე, თუმცა, მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ ჩემს ასპარეზობაზე უნდა ვიფიქრო და არა პირად საკითხებზე. ამ ბრძოლას ნამდვილი პროფესიონალივით უნდა მივუდგე. ბოლო დღეებში სტრესის ქვეშ ვიყავი, რაც გაციებამ, ტრავმებმა და იმაზე ნერვიულობამ განაპირობა, რომ იანი უნდა დავამარცხო. თუმცა, მოსამზადებელი კემპისას რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩხუბის დღეს 100 პროცენტით მზად ვიყო. იანს დავამარცხებთ და ციმბირში გავგზავნით“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას გვიყვარს, განსაკუთრებული ბიჭია“ - ვიქტორ ოსიმენი
„კვარა ყველას გვიყვარს, განსაკუთრებული ბიჭია“ - ვიქტორ ოსიმენი