რუსი მებრძოლი მერაბი VS იანზე: „პიოტრი ფავორიტია, შანსები 70/30-ზეა“
MMA-ის რუსმა მებრძოლმა, დიმიტრი არიშევმა Metaratings-ს ინტერვიუ მისცა და მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. არიშევმა განაცხადა, რომ „მანქანა“ ალჯამეინ სტერლინგზე სუსტი მებრძოლია და იანი მის ბარიერს დამაჯერებლად გადალახავს.
„ჩემი აზრით, იანისა და დვალიშვილის ბრძოლაში ფავორიტი პიოტრია და მის სასარგებლოდ შანსები 70/30-ზეა. ტაილანდში ყოფნისას მისი მოსამზადებელი კემპის ნაწილი ვიხილე და შევაფასე, რა ფორმაში იმყოფება. პიოტრი ფეთქებადი და ამტანია და ამ ბრძოლას შესანიშნავ კონდიციებში ხვდება.
იანი ძლიერ მოჭიდავესთან ჩხუბისთვის ემზადება. პირადად მე, მიმაჩნია, რომ როგორც მებრძოლი, მერაბი ალჯამეინ სტერლინგზე სუსტია. ამერიკელი იანისთვის ბევრად უხერხული მეტოქეა და ვფიქრობ, პიოტრი დვალიშვილს დამაჯერებლად გაივლის“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.