ნოელ ლე გრე
Aa
Aa

ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და გადაწყვეტილების შესახებ თავად ლე გრემ განაცხადა, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და ზინედინ ზიდანის მისამართით გაკეთებული უპატივცემულო განცხადებების გამო, უფლებამოსილება შეუჩერეს.

რა ხდებოდა ლე გრეს გარშემო

ფრანგი საფეხბურთო აგენტი, სონია სუიდი BFMTV-სთან ინტერვიუს დროს იხსენებს, რომ 28 წლის ასაკში. ლე გრეს მხრიდან გადაჭარბებულ ყურადღებას გრძნობდა და ადგილი სექსუალურ შევიწროებასაც ჰქონდა. „მაშინ 28 წლის ვიყავი, ის კი 72 წლის იყო. მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა. ის არასდროს მიყურებდა როგორც აგენტს, ის მხედავდა როგორც ტკბილეულობას, რომელსაც დაღეჭვა სჭირდებოდა. უხეშად რომ ვთქვა, ჩემში მხოლოდ ორი მკერდი და უკანალი დაინახა“, - განაცხადა აგენტმა.

„მან არაერთხელ მითხრა: „დიახ, შენ ცხელი გოგო უნდა იყო და არაფერია ცუდი იმაში, რომ საკუთარი თავისთვის კარგი გააკეთო”. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც ქამრის ქვემოთ აქვს. ალკოჰოლი მას უფრო ამშვიდებდა. ყველამ იცოდა მისი ამ საქციელის შესახებ. ერთმანეთში ვსაუბრობდით, ის ამბობდა რომ მონადირე იყო, თავისი პენისით იყო შეპყრობილი. საკუთარი თავის პატივისცემას კარგავდა. და როცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე, მან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია და პატარა ცხოველივით იყო“, - განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მომუშავე ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ცნობისთვის, ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ გახდა ქეცბაიას რჩეული? - ესპანეთის ნაკრების თავკაცის სამეულმა ხალხი აალაპარაკა
ვინ გახდა ქეცბაიას რჩეული? - ესპანეთის ნაკრების თავკაცის სამეულმა ხალხი აალაპარაკა