გაგრა, წყალტუბოს სამგურალი, ნიკა ხორხელი, გიორგი ლომთაძე, ზურაბ მუსელიანი, სერგი კუხიანიძე
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი - ულამაზესი გოლების მატჩი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის პირველ ტურში „გაგრამ“ „ილია კოკაიაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 3:4 დამარცხდა.

7-გოლიან თრილერში „გაგრა“ 0:2-ს აგებდა, შემდეგ 3:2-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა გაიმარჯვეს - 3:4. გარდა იმისა, რომ მატჩი საკმაოდ დრამატული გამოვიდა, ქომაგებმა ულამაზესი გოლები იხილეს.

პირველი ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში ნიკა ხორხელმა დუბლი შეასრულა,  27-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ნიკა კალანდარიშვილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი გიორგი ნიქაბაძემ მიიღო, რასაც ხორხელის დარტყმა მოჰყვა, ახლო მანძილიდან გაიტანა. 33-ე წუთზე ნიკა ხორხელმა დუბლი შეასრულა, ლევან კაკუბავამ ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა, ხორხელმა კი მინდორზე დაუშვებლად ლამაზი გოლი შეაგდო.

ნიკა ხორხელის მეორე გოლის მსგავსად გიორგი ლომთაძემაც ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი, 36-ე წუთზე შონიას პასის შემდეგ ანგარიში შეამცირა - 1:2

მე-60 წუთზე ზურაბ მუსელიანმა აკტრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლი შეაგდო, 78-ე წუთზე ლომთაძემ დუბლი შეასრულა და „გაგრა“ წინ გავიდა, თუმცა 82-ე წუთზე სერგი კუახიანიძემ ნახტომში ეფექტური გოლი გაიტანა, 85-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძის ზუსტად შესრულებულმა პენალტმა „სამგურალს“ 3 ქულა მოუპოვა - 3:4.

CrystalSport-ის ცნობით, „გაგრაში“ დაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილმა აღნიშნული შეხვედრა წელის ტკივილის მიზეზით გამოტოვა. ფეხბურთელმა დაზიანება ბოლნისის „სიონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. მან „სამგურალთან“ მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრიაშვილი სამგურალთან მატჩს წელის ტკივილის გამო გამოტოვებს
ოქრიაშვილი სამგურალთან მატჩს წელის ტკივილის გამო გამოტოვებს