გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

ქართველების ლეხი მომდევნო ეტაპზეა - პოლონელებმა ბოდო გლიმტს სძლიეს

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს. 1/16 ფინალში პოლონელებმა „ბოდო გლიმტის“ ბარიერი დაძლიეს და სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, ნორვეგიელებს საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით მოუგეს - 1:0.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი იშაკია, რომელმაც პერეირას გადაცემით ისარგებლა. ქართველებს რაც შეეხებათ, წიტაიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და სათამაშო დრო არ მიუღია, კვეკვესკირი კი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო.

ამრიგად, „ლეხი“ კონფერენს ლიგის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა და მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. თბილისის დროით, 16:00-ზე წილისყრა გაიმართება და ყველა წყვილი გახდება ცნობილი.

ვინ გავიდა მერვედფინალში

ბაზელი, ლაციო, ფიორენტინა, აეკ ლარნაკა, შერიფი, ანდერლეხტი, ლეხი, გენტი, ბაშაქშეჰირი, ვესტ ჰემი, ვილიარეალი, ნიცა, ალკმაარი, დიურგარდენი, სივასპორი, სლოვანი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლში ოსიმენის ქომაგმა ბავშვებმა სახეები შავად შეიღებეს | „ეს რასიზმია“
ნეაპოლში ოსიმენის ქომაგმა ბავშვებმა სახეები შავად შეიღებეს | „ეს რასიზმია“