ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი შეჩერება ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა“ - რას წერს Marca კვარაზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი უცხოური გამოცემების აღფრთოვანებას განაგრძობს. „სასუოლოსთან“ შეხვედრაში, „კვარამ“ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მის შედევრს Marca გამოეხმაურა. 

„მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ან დაწერა ისეთივე რთულია, როგორც მოედანზე მისი შეჩერება. უზარმაზარ ვარსკვლავს ჰგავს და ნაპოლიში გატარებულ პირველ სეზონში, აშკარას ხდის, რომ მოვიდა, რათა ევროპული ფეხბურთის გმირი გახდეს. მისი სახელი ხვიჩა კვარაცხელიაა და მან კიდევ ერთხელ გაიტანა.

ნაპოლიმ სასუოლო 2:0 დაამარცხა და კვარაცხელიას ანგარიშზე პარტენოპეის პირველი გოლია. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებიდან განხორციელებული კარგი დარტყმით, სასუოლოს კარი აიღო. ამ გოლის შემდეგ, მას 10 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ოსიმენთან ერთად, ევროპაში, ყველა სანახაობრივი შემტევი დუეტის ნაწილია“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. ის „ნაპოლის“ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 10-გოლიანი ნიშნული გადალახა და „პარტენოპეი“ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი კლუბია, რომლის რიგებშიც 10-10 გოლის მქონე 2 ფეხბურთელი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძე: „გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა ვერ ვნახე“
შოთა არველაძე: „გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა ვერ ვნახე“