ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, თელ ავივის გრანდ სლემი
Aa
Aa

ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია

ისრაელის ქალაქ თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალამდე შეძლო მისვლა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ეფექტური გდებით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ძირითად დროში ქართველი ძიუდოისტი ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა შედეგიანი გდების შესრულება შეძლო და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

ფინალამდე, ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში იტალიელი ფაბიო ბაზილე დაამარცხა. მეორე წრეში გერმანელი ლენარ სლამბერგერი გამოთიშა ასპარეზობას, ¼ ფინალში ბულგარელ იანისლავ გერჩევს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინს მოუგო.

ამავე წონაში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლაშა ნადირაძემ და ისრაელის წარმომადგენელი ტალ ფლიკერი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ იყო შანსი -66 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ქართული ჯახი გვეხილა, თუმცა ნადირაძე სწორედ აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს“ - შავდათუაშვილი პარიზული ტრიუმფის შემდეგ
„გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს“ - შავდათუაშვილი პარიზული ტრიუმფის შემდეგ