იაკუბ იანკტო მეორე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც აღიარა, რომ გეია
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იაკუბ იანკტომ აღიარა, რომ გეია. მან twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა და საკუთარი ორიენტაციის შესახებ ყველას ამცნო.
„გეი ვარ, ორიენტაციის დამალავა აღარ შემეძლო“ - აცხადებს სპორტსმენი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
— Jakub Jankto (@jakubjanktojr) February 13, 2023
27 წლის იანკტოს „უდინეზეში“, „ასკოლიში“, „სამპდორიასა“ და „ხეტაფეში“ უთამაშია. ამჟამად, „ხეტაფედან“ იჯარით პრაღის „სპარტაში“ თამაშობს.
შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბერში „ადელაიდა იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ჯოშ კავალომ განაცხადა, რომ გეია. ის ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ორიენტაცია საჯაროდ აღიარა. იანკტოს აღიარების შემდეგ მას ჩეხი ფეხბურთელი შეუერთდა.
Josh's Truth pic.twitter.com/NKSEP2kVWV
— Adelaide United (@AdelaideUnited) October 27, 2021