ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მარცხი აუტსაიდერთან - ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში აუტსაიდერმა „ნიორმა“ შინ „ბორდო“ 3:1 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, 30-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. სტუმრები პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე კი მესამე გოლი შეაგდეს.

სტუმართა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, 68-ე წუთზე შეცვალეს, გატანილ გოლში მონაწილეობა არ მიუღია. მასპინძელთა მეორე გოლის ეპიზოდში ქართველ ფეხბურთელს ართმევაზე უკეთ თამაში მართებდა, ფლანგზე მეტოქეს ბურთი ვერ აართვა და ჩაწოდების საშუალება მისცა, რასაც „ბორდოს“ დაცვის ხაზის ჩავარდნა მოჰყვა და „ნიორმა“ ანგარიში 2:1 გახადა.

აღნიშნული გოლის ეპიზოდს საფრანგეთში ცნობილი სკაუტი შებლი იშაკი გამოეხმაურა:

„საბრალო დავითაშვილმა არ იცოდა, თუ როგორ დაეცვა თავი „ნიორის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშისას“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

23 ტურში „ბორდომ“ 39 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „სოშოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლე ავრს“ კი - 9 ქულით. 23-ე ტურის შეხვედრას გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „კაენთან“ გამართავს (13 თებერვალი), გამარჯვების შემთხვევაში „ბორდოს“ გაუთანაბრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე, გულიტი, ლეაო  -  მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა