შერმადინი საუკეთესო იყო - ბასკებს 22 ქულა ჩაუგდო
ჩემპიონთა ლიგაზე „ტენერიფემ“ „შინ „ბილბაო“ 78:66 დაამარცხა. გამარჯვებულთა 11-ეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა. მის ანგარიშზე 22 ქულაა, რაც ამ მატჩში საუკეთესო მაჩვენებელია. 22 ქულის გარდა, 7 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.
El @CB1939Canarias se lleva el duelo español ante el @bilbaobasket por 78 a 66
— Gigantes del Basket (@GIGANTESbasket) February 7, 2023
Giorgi Shermadini fue el más destacado con 22 puntos y 7 rebotes pic.twitter.com/xSawFz40Yb
ჩემპიონთა ლიგის საჩემპიონო სტადიის L ჯგუფში „ტენერიფე“ 3-დან 3 მოგებით პირველ ადგილზეა. „მურსიამ“ 2-დან 1 შეხვედრა მოიგო, „დარუშაფაკამ“ ორივე შეხვედრა დათმო, „ბილბაოს“ ანგარიშზე 3 შეხვედრიდან მხოლოდ 1 გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას იანვრის თვის MVP გიორგი შერმადინი და ედი ტავარიში გახდნენ. იანვრის თვეში შერმადინმა საშუალოდ 18,6 ქულა ჩააგდო, 6,4 მოხსნა შეასრულა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26,8 იყო.
აღსანიშნავია, რომ ლიგა ენდესას ისტორიაში ყველა მეტჯერ თვის MVP გიორგი შერმადინი გახდა (11). მან ამ მაჩვენებლით ცნობილ კალათბურთელებს აჯობა, მათ შორის არვიდას საბონისს (7).