ქობულეთის შუქურა
Aa
Aa

შუქურა საშინაო მატჩებს ბათუმის დინამოს ბაზაზე გამართავს

საფეხბურთო კლუბი ქობულეთის „შუქურა“ 2023 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში საშინაო შეხვედრებს ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე გამართავს. გასულ კვირაში „შუქურას“ მფლობელმა აიეტ კუკავამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ გუნდი საშინაო მატჩებს ბოლნისში ჩაატარებდა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა:

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ქობულეთის "შუქურა" საშინაო შეხვედრებს ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე ჩაატარებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით კი ბათუმის "დინამოს“ პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს. მან გაითვალისწინა გუნდის მფლობელისა და ქობულეთელი გულშემატკივარის გულისტკივილი და ნება დაგვრთო დაეთმო ჩვენთვის საკუთარი არენა. ასევე, მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მერს, ბატონ ლევან ზოიძეს, რომლებმაც არჩილ ბერიძესთან და გუნდის მფლობელთან ერთად გამონახეს გუნდის გადარჩენის რეალური გზა“.

შეგახსენებთ, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 ქობულეთის „შუქურას“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ პრობლემებს მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის გუნდიდან წასვლა მოჰყვა. ახალ სეზონში „შუქურას“ უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო