პსჟ, სადიო მანე, იულიან ნაგელსმანი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ნაგელსმანმა დაადასტურა - მანე პსჟ-სთან არ იქნება

სულ მალე საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდება. დიდ ინტერესს იწვევს „ბაიერნისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე პირველ შეხვედრას გამოტოვებს, რადგან ლიგა 1-ის გასულ ტურში ტრავმა მიიღო.

რა თქმა უნდა ეს უდიდესი დანაკლისია, მაგრამ გერმანულ გიგანტსაც საკადრო პრობლემები აქვს. როგორც მოგეხსენებათ, სადიო მანემ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ტრავმა მიიღო და დღემდე ლაზარეთში იმყოფება.

არსებობდა იმედი, რომ ის პარიზულ კლუბთან სათამაშოდ მზად იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი გამოირიცხა. სენეგალელი შემტევი მსგავსად კილიანისა და პირველ მატჩს გამოტოვებს.

ეს ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა.

„იმედი მქონდა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში დაბრუნდებოდა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ პირველ მატჩში ვერ ითამაშებს.“

- თქვა ნაგელსმანმა

შეგახსენებთ, რომ მანე „ბაიერნს“ 2022 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ შეუერთდა. დღემდე, სენეგალელმა შემტევმა მერსისაიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ბენზემას და მილიტაოს ტრავმები სერიოზული არ არის“
ანჩელოტი: “ბენზემას და მილიტაოს ტრავმები სერიოზული არ არის“