პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

რას გადაწყვეტს მესი? - პსჟ-ს მმართველებთან შეხვედრა გადადო

Tyc Sports-ის ჟურნალისტის, გასტონ ედულის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ პსჟ-ს მმართველებთან შეხვედრა გადადო. ამ ეტაპზე მესი საკუთარ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს. პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე სურს გაიაზროს, თუ რა სურს კარიერის დასკვნით წლებში. მესი დარწმუნებული არაა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც ედული იუწყება, მესი მოლაპარაკებაში მხოლოდ პსჟ-სთანაა. მას „ბარსელონასთან“, საუდის არაბეთისა და MLS-ის კლუბებთან მოლაპარაკება არ უწარმოებია.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კატარის მუნდიალის მიმდინარეობისას მესის პარიზულ კლუბთან პრნციპული შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა ახლა შეხვედრა გადადო, რადგან თავის გადაწყვეტილება ბოლომდე დარწმუნებული არაა.

ლიონელ მესის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 17 მატჩში 9 გოლი შეაგდო, 10 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ხუთ მატჩში 4 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალმა დაადასტურა: მარტინელის ახალი კონტრაქტი მეთოფეებთან
არსენალმა დაადასტურა: მარტინელის ახალი კონტრაქტი მეთოფეებთან