რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
„კარგი გამოცდა ჩავაბარებთ“ - კაშია მოსამზადებელ ეტაპზე
Aa Aa
1 თებერვალი 2023  |  10:07

„კარგი გამოცდა ჩავაბარებთ“ - კაშია მოსამზადებელ ეტაპზე

ქართველების „სლოვანი“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და 29 იანვარს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. სლოვაკური კლუბი სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

„სლოვანმა“ გოლი საკამათო სიტუაციაში გაუშვა. 55-ე წუთზე ავსტრიელების შეტევის შემდეგ, ოკაფორმა ბურთი ბრატისლაველების კარისკენ გადაგზავნა, რომელიც „სლოვანის“ მეკარემ კარის ხაზზე მოიგერია, თუმცა მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა და საბოლოოდ, ამ გოლმა მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ამ ეპიზოდთან ყველაზ ახლოს გურამ კაშია იყო, რომელმაც მსაჯის გადაწყვეტილება მაშინვე გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სლოვანის“ ქართველმა მცველმა, აღნიშნულ ეპიზოდზე ისაუბრა და მოსამზადებელი ეტაპიც შეაფასა.

რა თქვა კაშიამ:

ვფიქრობ, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. ვწუხვარ, რომ სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა თამაშის შედეგი.

შემდეგ ადრიანმა პენალტი მოიგერია და ამან დადებითი იმპულსი მოგვცა.

ჩვენთვის ეს ბრწყინვალე მოსამზადებელი მატჩი იყო მაღალი ხარისხის მეტოქესთან და მაღალი ინტენსივობის თამაშით. „ზალცბურგი“ გამუდმებით ცდილობდა, რომ ზეწოლის ქვეშ მოვექციეთ, ძლიერები იყვნენ, მაგრამ ვერ გვაჯობეს. ვცდილობდით, ძლიერი წინააღმდეგობა გაგვეწია, კომპაქტურად გვეთამაშა და მაქსიმუმი გაგვეღო. ვფიქრობ, ეს განზრახვა შევასრულეთ.

შეგვიძლია, რომ ამ თამაშიდან პოზიტივები მივიღოთ. კარგად ვიყავით ორგანიზებულები და ძლიერ ევროპულ გუნდთან სასარგებლო გამოცდა იყო. მზადება უნდა გავაგრძელოთ.

„ზალსბურგთან“ თამაშის შემდეგ „სლოვანი“ ბრატისლავაში დაბრუნდა და სათასო მატჩისთვის შეუდგა მზადებას. ქართველების გუნდი 4 თებერვალს, სლოვაკეთის თასზე „ბანსკა-ბისტრიცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელში გააგრძელებს
გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელში გააგრძელებს