მიქაუტაძის ბრწყინვალე შესრულება - მეცმა ქულები აუტსაიდერთან დაკარგა
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ აუტსაიდერ „როდეზს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტოში თერთმეტეულში იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 63-ე წუთზე მიქაუტაძემ ბრწყინვალე დარტყმით გახსნა, თუმცა სტუმრებმა 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და უმძიმეს შეხვედრაში ქულა მოიპოვეს.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, არბიტრმა 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 20 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლით გამოიჩინა თავი.
ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში „მეცი“ 33 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება. 22-ე ტურში „მეცი“ „ამიენს“ ესტუმრება, ეს შეხვედრა 6 თებერვალს გაიმართება.