ერიკ ტენ ჰაგი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: მე ჰარი პოტერი არ ვარ, საქმე რაშფორდის თავდაჯერებულობაშია

ერიკ ტენ ჰაგმა მარკუს რაშფორდის პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ფეხბურთელმა მისი ხელმძღვანელობით განიცადა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო ათ მატჩში ინგლისელმა 10 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან 32 მატჩში მხოლოდ 5 გოლის გაიტანა შეძლო.

„მე არ ვარ ჰარი პოტერი. საუბარია მის თავდაჯერებულობაზე. თითოეულმა მოთამაშემ საკუთარი ნდობა უნდა მოიპოვოს. ამისთვის იბრძოდა ის.

რა თქმა უნდა, მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა თამაშის ახალი სტრუქტურა შემოვიტანეთ, რომელიც მას სწორი პოზიციის დაკავების საშუალებას აძლევს.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მასზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მოთამაშე თავდაჯერებულია - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია გარემო და კულტურაც - მაშინ უკვე მოთამაშეს შეუძლია თავისი უნარები საუკეთესოდ გამოავლინოს.

ცხადია, მარკუსი ძალიან კარგ ფორმაშია. დღითი დღე, ვარჯიშის შემდეგ, თამაშის შემდეგ, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება“,

- განაცხადა ტენ ჰაგმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონის ერთ-ერთი ურთულესი დუელი“ - ზალევსკი ხვიჩას წინააღმდეგ
„სეზონის ერთ-ერთი ურთულესი დუელი“ - ზალევსკი ხვიჩას წინააღმდეგ