კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან
Aa
Aa

კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან

„დინამო ბათუმი“ თურქეთში იმყოფება, სადაც წინასასეზონო შეკრებას გადის და დღეს, მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის ბიჭები ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს და 35-ე წუთზე დაწინაურდნენ. აჭარელთა კარი კარნერმა აიღო და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ნახევარში, „შტურმის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. „დინამო ბათუმს“ დანტემ გაუტანა.

64-ე წუთზე, გეგუჩაძის ბიჭებმა ჩამორჩენა შეამცირეს. მამუჩაშვილის გადაცემით ლუკა ქაფიანიძემ ისარგებლა და ტაბლოზე 1:2 დააფიქსირა. მატჩის მიწურულს, თავი ბათუმელთა ახალწვეულმა გამოიჩინა. გიორგი კვერნაძემ ბრწყინვალედ იმოქმედა და ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე პირველად არ წააგო. 23 იანვარს, აჭარლები „მალიშევასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, მანამდე კი „ვიძევთან“ 2:4 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოკითხვა სერია A-ს მწვრთნელებს შორის - ხვიჩა სეზონის აღმოჩენად დაასახელეს
გამოკითხვა სერია A-ს მწვრთნელებს შორის - ხვიჩა სეზონის აღმოჩენად დაასახელეს