მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

“სახალისო მატჩს ველოდები“ - ანჩელოტი მადრიდული დერბის წინ

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში მადრიდული დერბი გაიმართა. „რეალი“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„როგორც ყველა დერბის წინ, ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, რადგან ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით. 2 თვის შემდეგ, პირველად ვითამაშებთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. „ატლეტიკო“ სულ უფრო უმჯობესდება. „ვალიადოლიდთან“ კარგად ითამაშეს. სახალისო მატჩს ველოდები.

მოდრიჩი და კროოსი პროფესიონალები არიან და მათ კარგად იციან გუნდში მყოფი ფეხბურთელების ხარისხი. ასე რომ, ცვლილებებზე ისინი არ ბრაზდებიან. ამ საკითხზე სეზონის დასაწყისში ვისაუბრეთ. გარდამავალი მომენტია და ეს ყველამ უნდა გაიგოს. ვეტერანების მოთმინება გასულ სეზონში გუნდს სასიკეთოდ წაადგა.

ფედე ვალვერდე საუკეთესო ფორმაში ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ მე ეს საგანგაშოდ არ მეჩვენება. ის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიღალა. არ მინდა თავი ვინმემ უსამართლოდ იგრძნოს. გუნდს როტაცია სჭირდება. ზოგი მეტ სათამაშო წუთს მიიღებს, ზოგი ნაკლებს.

დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდა და ხელმისაწვდომია, რასაც ჩუამენიზე, კარვახალზე, ვასკესზე და აზარზე ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ნახევარფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს. ვითვალისწინებთ მეტოქის სიძლიერეს და ვიცით, რომ გაგვიჭირდება. გულშემატკივრები კარგ და სანახაობრივ მატჩს იხილავენ, რადგან „როხიბლანკო“ ფორმის აღდგენის პროცესშია.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი 26 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს