მადრიდის რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

უარი ალ ნასრის - მოდრიჩს რეალში სურს თამაში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ალ ნასრიმ“ ლუკა მოდრიჩს მიმართა. არაბული მხარე ხორვატ ნახევარმცველს 2.5-წლიან კონტრაქტს და წლიურად ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ კლუბში კრიშტიანუ რონალდუ ირიცხება და არაბებს იმედი ჰქონდათ, რომ ვეტერანი ხორვატის დაყოლიებასაც შეძლებენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელმა „ალ ნასრის“ შეთავაზებაზე უარი თქვა. მოდრიჩის მთავარი სურვილი მადრიდის „რეალში“ კარიერის გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ ლუკას „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს.

ასევე გეტყვით,  მოდრიჩი „ბლანკოსს“ 2012 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან დღემდე, ლუკამ „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 459-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 73 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მოდრიჩმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კურიოზი ინგლისში - მსაჯს შეეშალა და სხვა ფეხბურთელი გააძევა
კურიოზი ინგლისში - მსაჯს შეეშალა და სხვა ფეხბურთელი გააძევა