მარკ კლატენბურგი
Aa
Aa

„ცოლი მიატოვა, რადგან ჰომოსექსუალია“ - კლატენბურგი ეგვიპტიდან გაიქცა

პრემიერ ლიგის ყოფილმა არბიტრმა, მარკ კლატენბურგმა ეგვიპტის სამსაჯო კომიტეტის უფროსის პოსტი დატოვა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლატენბურგმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი-ერთი კლუბის, „ზამალეკის“ გულშემატკივრებისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი წერილები მიიღო.

კლატენბურგი, რომელმაც პოსტი აგვისტოში დაიკავა, „ზამალეკის“ პრეზიდენტმა, მორტადა მანსურმაც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მარკმა ცოლი მიატოვა, რადგან ჰომოსექსუალია და მოისურვა, განსხვავებული ორიენტაციის მქონე მამაკაცთან დაეწყო ურთიერთობა.

Sun-ის ცნობით, ეს სრული სიცრუეა, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას მოკვლით დამუქრებოდნენ. ეს ყველაფერი არაა. კლატენბურგს ხელფასი 2 თვეა არ აუღია და იგი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო. ეგვიპტური გაზეთის, ალ-აჰრამის თქმით, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია კლატენბურგის გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა რეფერიმ მსაჯობას თავი 2017 წელს დაანება. არბიტრის კარიერის დასრულების შემდეგ, იგი საუდის არაბეთში, ჩინეთსა და საბერძნეთში მუშაობდა, რასაც ეგვიპტეში დაწყებული სამსახური მიაყოლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მუშაობა გვჭირდება“ - პიოლი ლაციოსთან მარცხის შემდეგ
„ბევრი მუშაობა გვჭირდება“ - პიოლი ლაციოსთან მარცხის შემდეგ