ფეხბურთიდან გოლფში - ბეილი ახალ კარიერას იწყებს
უელსელი სუპერვარსკვლავი, გარეტ ბეილი, რომელიც ფეხბურთიდან 2 კვირის წინ წავიდა, გოლფის მოთამაშის კარიერას იწყებს. „რეალისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა შემტევმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ PGA Tour-ის ეგიდით გასამართ ტურნირზე იასპარეზებს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მომდევნო თვის დასაწყისში AT&T Pebble Beach Pro-Am-ზე ვიასპარეზებ. წავედით!“, - დაწერა ბეილმა.
View this post on Instagram
AT&T Pebble Beach Pro-Am-ი კალიფორნიაში გაიმართება და 2 თებერვალს დაიწყება. ტურნირის ფინალური დღე 5 თებერვალი იქნება და ჩემპიონობისთვის 156 პროფესიონალი და 156 მოყვარული იბრძოლებს. ტურნირზე ისეთ ცნობილ მსახიობებს ვიხილავთ, როგორებიც ბილ მიურეი და ჯეისონ ბეიტმენი არიან.
ცნობისთვის, AT&T Pebble Beach Pro-Am-ის საპრიზო ფონდი 9 მილიონი დოლარია და ბეილისთვის ეს პირველი პროფესიონალური ტურნირი იქნება. გარეტი ბოლოს MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ თამაშობდა, მანამდე კი მადრიდის „რეალის“, „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა.