ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
„ვალენსიასთვის ზიანის მიყენება ძალიან მარტივი ხდება“ - გატუზო მატჩის შემდეგ
Aa Aa
24 იანვარი 2023  |  10:03

„ვალენსიასთვის ზიანის მიყენება ძალიან მარტივი ხდება“ - გატუზო მატჩის შემდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ალმერიას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მამარდაშვილის კარისკენ ბურთი სამჯერ გაუშვეს, აქედან გიორგიმ ერთხელ შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა, ორ შემთხვევაში კი უძლური აღმოჩნდა. თუმცა, გაშვებულ გოლებში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ქართველი მეკარე იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი გუნდის რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რა თქვა გატუზომ:

სამწუხაროდ, ჩვენთვის ზიანის მოყენება ძალიან მარტივი ხდება, ეს გვაწუხებს. დღევანდელი მატჩის შედეგზე პასუხისმგებელი მთლიანად მე ვარ. მე ვწყვეტ, ვინ უნდა ითამაშოს. არ მგონია, ამ სიტუაციაში გუნდზე საუბარი რთული იყოს. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას იმის გათვალისწინებით, რა რესურსიც აქვს. გუნდი ამ ყველაფერს განიცდის.

ფსიქოლოგიური პრობლემები ყოველთვის ახლავს ფეხბურთს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური, ტაქტიკური, ან ტექნიკური პრობლემა. ზოგადად, დღეს ცუდად არ გვითამაშია. დიდი ხნის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით და კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბევრ ფაზაში მამაცები ვიყავით, მაგრამ 2:1-ის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი შეგვიქმნია, მეტოქემ კი პირიქით. „ალმერიამ“ შეხვედრის მეორე ნაწილში კარგად ითამაშა და საბოლოოდ გოლიც გავუშვით.

ვაპირებთ, თუ არა ტრანსფერს? ვფიქრობ, ეს შეკითხვა სპორტულ დირექტორს უნდა დაუსვათ. ახლა არ არის ამაზე საუბრის, ან კამათის დრო, რადგან ახლა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. საჭიროა გუნდის გაუმჯობესება და გზის გაგრძელება. მარტივია იმის თქმა, რომ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყავს. ასე არ არის, ეს ბიჭები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ.

ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული თასის 1/4 ფინალში „ატლეტიკთან“ მატჩია, შემდეგ კი „ვალიადოლიდთან“ თამაშისთვის უნდა ვიფიქროთ.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს, „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ ელის. კოპა დელ რეის ¼ ფინალური ეტაპის შეხვედრა „მესტალიაზე“, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში