ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა

„ნაპოლის“ ყოფილი პრეზიდენტი, კორადო ფერლაინო სატელევიზიო არხ Sportitalia-ს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული და „პარტენოპეიზე“ ისაუბრა. ფერლაინო ნეაპოლური კლუბის საჩემპიონო შანსებს შეეხო და ხვიჩა კვარაცხელიაზე იხუმრა.

„ნაპოლი კარგად თამაშობს და თუ სან ჯენაროც დაგვეხმარება, ჩვენი კონკურენტების წაგებებს ვიხილავთ. სპალეტიმ შესანიშნავად იმუშავა. მან ფეხბურთელები დაარწმუნა, რომ ძლიერი მოთამაშეები არიან და მისი წვლილი ძალიან დიდია.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ის ფენომენია და მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: მისი გვარის წარმოთქმა ძალიან ძნელია (იცინის). თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძლიერი თანაგუნდელებიც ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე „რომაა“ და ეს პრინციპული მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფაქტობრივად ჩემი საათის მოპარვას ცდილობდა“ - იანისმა მამუკელაშვილზე იხუმრა
“ფაქტობრივად ჩემი საათის მოპარვას ცდილობდა“ - იანისმა მამუკელაშვილზე იხუმრა