ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

„ახლა კონტრაქტის გახანგრძლივების დრო არაა“ - ჯუნტოლი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქის შესახებ ისაუბრა.

„კვარაცხელიასთან მიმართებით მშვიდად ვათ, სადარდებელი არაფერია. მასთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ახლა კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდ დრო არაა. გარდა ამისა, მასთან ისედაც გრძელვადიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. ამ ეტაპზე უახლოეს შეხვედრებზე ვფიქრობთ, სამომავლოდ კი კონტრაქტის განახლებაზეც ვისაუბრებთ“.

მიმდინარე კვირის დასაწყისში Il Mattino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაფორმდება. ფეხბურთელის აგენტებმა გარანტიები მიიღეს, რომ „ნაპოლი“ ახალ წინადადებას გაუმჯობესებული პირობებით ზაფხულში შესთავაზებთ, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

2021 წლის ივლისში ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ნაპოლიში“ გადავიდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი წლიური ხელფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევროა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას მორიგი მიღწევა! - ამ მაჩვენებლით ის ევროპაში საუკეთესოა
ხვიჩას მორიგი მიღწევა! - ამ მაჩვენებლით ის ევროპაში საუკეთესოა