იურგენ კლოპი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

ფერგიუსონი: კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია

სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპს თავის სამწვრთნელო კარიერაში 1000-მატჩიან ნიშნულთან მისვლა მიულოცა.

პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „ლივერპული“ „ჩელსის“ მატჩი კლოპისთვის საიუბილეო მე-1000 შეხვედრა იქნება. მან „მერსისაიდელთა“ სათავეში 410 მატჩი ჩაატარა, 319 „დორტმუნდის ბორუსიაში“ და 270 „მაინცში“.

„მოხარული ვარ და მივესალმო იურგენ კლოპს 1000 საკლუბო მატჩს მწვრთნელის რანგში. იურგენი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია მსოფლიო ფეხბურთში და თავდადება და ვნება, რომელიც მას ამ როლში მოაქვს, არის შთაგონება ყველასთვის, ვინც საფეხბურთო მწვრთნელის კარიერისკენ ისწრაფვის.

ბევრი ტიტული, რომელიც მან უკვე თავის კარიერაში მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა, ადასტურებს მის სტატუსს საფეხბურთო ელიტაში“,

- თქვა ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ და „ჩელსი“ ამჟამად მსგავს გასაჭირში იმყოფებიან და სატურნირო ცხრილში 28-28 ქულით მე-9 და მე-10 ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა
Gazzetta: ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა