ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

U21, ევროპის ჩემპიონატი | საფარი 15 სტადიონზე შეიცვლება, რაშიც 12,1 მლნ დაიხარჯება

21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ჩვენი ქვეყანა მასპინძლობას 2 მეოთხედფინალურ შეხვედრასა და ნახევარფინალსაც გაუწევს.

ევრო 2023-სთვის მოსამზადებელი პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 100 მილიონი ლარია. კონკრეტულად, სტადიონების საფარის ცვლილებისთვის 15 სტადიონისთვის ჯამურად 12 100 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო სამუშაოები ქუთაისში (რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი) და თბილისში (მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური და სათადარიგო ), ასევე, მიმდინარეობს ბათუმში -2, ქობულეთში -1, წყალტუბოში -1, ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და  თბილისში არსებული დავით პეტრიაშვილისა და ბასას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია.

უახლოეს დღეებში გეგმაშია თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის რეაბილიტაციის დაწყებაც.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

✅ A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

✅ B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია

✅ C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

✅ D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია.

ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყველა მატჩს დინამო არენა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა? ნამდვილად არ ვიცი როგორ დავიცავთ თავს“ - ალეგრის პრესკონფერენცია
„კვარა? ნამდვილად არ ვიცი როგორ დავიცავთ თავს“ - ალეგრის პრესკონფერენცია