ლევან შენგელია, პანეტოლიკოსი
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი საბერძნეთში - 2 საგოლე პასი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-16 ტურში ლევან შენგელიამ გაიბრწყინა. „პანეტოლიკოსმა“ „ატრომიტოსს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი 23-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა მინდორზე.

მსაჯმა „ატრომიტოსს“ ლევან შენგელიასთან უხეშობის გამო მეკარე გაუძევა, რამაც მასპინძლებს საქმე გაუადვილა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „პანეტოლიკოსმა“ ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა. გოლის ავტორი ნიკოლაოს კარელისი გახდა, რომელმაც პასი შენგელიამ გაუკეთა. მასპინძლები ამაზე არ გაჩერდნენ და 74-ე წუთზე ჰუჰუმისმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საგოლე პასი აქაც შენგელიამ გააკეთა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „პანეტოლიკოსს“ 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იკავებს. რაც შეეხება ლევანს, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ასისტების ანგარიში გახსნა და უკვე 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. რაც შეეხება გოლებს, ლევანს ბერძნულ კლუბში ორი გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გრიგალაშვილი: მსოფლიოს მეფე“ - EJU ტატოზე წერს
„გრიგალაშვილი: მსოფლიოს მეფე“ - EJU ტატოზე წერს