პელე
Aa
Aa

ოფიციალური განცხადება - რა გახდა პელეს გარდაცვალების მიზეზი

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლინიკამ, რომელშიც „ფეხბურთის მეფე“ მკურნალობდა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ის მიზეზი დაასახელა, რამაც ტრაგედია განაპირობა.

„ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკა პელეს გარდაცვალებას მწუხარებით ადასტურებს. სიკვდილის დრო, 29 დეკემბერი, ადგილობრივი დროით 15:27-ია და მისი გარდაცვალება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობამ განაპირობა, რაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნესა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შედეგი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. პელე სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ გახლდათ. მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა და დაავადებამ პროგრესი განიცადა, რასაც თირკმლებისა და გულის დისფუნქციაც დაემატა.

ცნობისთვის, პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მოთამაშის სტატუსით, მსოფლიო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო. მან ეს შედეგი 1958, 1962 და 1970 წლების მუნდიალზე დააფიქსირა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით მას 92 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მის ანგარიშზე 77 გოლი იყო. ეს სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ, თუმცა ახლახან მას ნეიმარი გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა
„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა