ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„ოქროს ბურთს მესი მოიგებს“ - ლევანდოვსკიმ არგენტინელზე ისაუბრა

34 წლის რობერტ ლევანდოვსკი დარწმუნებულია, რომ 2023 წლის  ოქროს ბურთს ლიონელ მესი მოიგებს. „ბარსას“ პოლონელი ფეხბურთელი მესის შესახებ Mundo Deportivo-ს ესაუბრა:

„უკვე ნათელია თუ ვინ გახდება ოქროს ბურთის გამარჯვებული. შესაძლოა, სხვა კანდიდატებიც იყოს, შესაძლოა მესის მთავარი კონკურენტი მისი კლუბიდან, პსჟ-დან ვიხილოთ, თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ეს ლიონელ მესია, მუნდიალის მოგება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

მესიმ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რაც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ახლა მას შეუძლია ამით ისიამოვნოს.

ახლა მესი უფრო მეტად გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს. შესაძლოა, მას ახლა უფრო ცოტა გოლი გააქვს და უფრო მეტ პასს ასრულებს, თუმცა გოლების გატანას აგრძელებს. მესი ის ფეხბურთელია, რომელთან  ერთად თამაშზე ნებისმიერი ფორვარდი ოცნებობს“.

35 წლის ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი 7-ჯერ მოიგო (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021), რაც რეკორდული მაჩვენებელია. კრიშტიანუ რონალდუს აქტივში 5 ოქროს ბურთია (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

შეგახსენებთ, 2022 წლის ოქროს ბურთი კარიმ ბენზემამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესი ბრაზილიაში ითამაშებს - ურუგვაელის მომავალი ცნობილია
სუარესი ბრაზილიაში ითამაშებს - ურუგვაელის მომავალი ცნობილია