სუარესი ბრაზილიაში ითამაშებს - ურუგვაელის მომავალი ცნობილია
Tyc Sports-ის ჟურნალისტის, სეზარ ლუის მერლოს ინფორმაციით, „გრემიომ“ 35 წლის ლუის სუარესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ურუგვაელი მოთამაშე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
????Gremio y Luis Suárez llegaron a un acuerdo de palabra.
— César Luis Merlo (@CLMerlo) December 24, 2022
*️⃣Ahora trabajan los abogados del club y del futbolista y, si está todo acorde a lo conversado, firmará un contrato por dos temporadas. Será el jugador mejor pago del plantel. ????⚫⚪ #TratoHecho pic.twitter.com/hhp3uqcW57
თავდამსხმელის ბოლო კლუბი მშობლიური „ნასიონალი“ იყო, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დატოვა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა სწორედ „ნასიონალში“ დაიწყო და მადრდის „ატლეტიკოს“ დატოვების შემდეგ რამდენიმე თვის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, სუარესს ასევე უთამაშია „გრონინგენში“, „აიაქსში“, „ლივერპულსა“ და „ბარსელონაში“. კატალონიურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2014-15) მოიგო. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონობას, ლა ლიგის გამარჯვებული „ბარსასთან“ ერთად ოთხჯერ გახდა (2014-15, 2015-16, 2017-18, 2018-19), მადრიდის „ატლეტიკოს“ რიგებში კი - ერთხელ (2020-21).