დავით ვოლკოვი
Aa
Aa

ვოლკოვის გოლი - საბაჰმა მეტოქე 6:0 გაანადგურა

აზერბაიჯანის ჩემპიონტის მე-18 ტურში, დავით ვოლკოვის „საბაჰი“ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, „სუმქაითს“ სტუმრად დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქეს 6 გოლი გაუტანა და მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმა.

ვოლკოვმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე, აპეს ნაცვლად გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 4:0-ს იგებდა. ქართველ თავდამსხმელს რამდენიმე მომენტი ჰქონდა და თავიც გამოიჩინა. ვოლკოვმა 85-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „სუმქაითთან“ აღებული სამი ქულის შემდეგ, „საბაჰს“ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ვოლკოვის გუნდი ლიდერ „ყარაბაღს“ 4 ქულით ჩამორჩება და მთავარ კონკურენტზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული. ქართველ ფეხბურთელს მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს ელის და მესამეადგილოსან „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება.

ვოლკოვის სტატისტიკას რაც შეეხება, მან აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც აქვს. ქართველმა თავდამსხმელმა აზერბაიჯანის თასის შეხვედრებშიც გამოიჩინა თავი და 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“